დეპუტატებმა ტაქსის მძღოლების 1-ელი ოქტომბრის ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების კანონპროექტის პარლამენტის სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს

მსუბუქი M1 კატეგორიის ავტომობილების მძღოლები 1-ელი ოქტომბრის ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლდებიან. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე უძღვებოდა, პარლამენტის წევრების: მამუკა მდინარაძის, ნინო წილოსანის და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი, „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ პირველი მოსმენით განიხილეს.

მათი ცნობით, კანონპროექტი პრინციპების დონეზე გოგა გულორდავამ წარადგინა და განაცხადა, რომ კანონპროექტი წარმოადგენს ერთჯერად, ჰუმანურ აქტს, რომლის მიღების შედეგად, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1354 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის 2019 წლის პირველ ოქტომბერს სახდელდადებული პირები, რომლებზეც 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდში გაცემული იყო საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა და რომელთა მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 2019 წლის 1-ელ ოქტომბერს დადგა მოცემულობა, როდესაც მსუბუქი M1 კატეგორიის ავტომობილების მძღოლები, რომლებიც ახორციელებდნენ მგზავრების გადაყვანას, დაჯარიმდნენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1354 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის. კერძოდ, სანებართვო პირობების დარღვევისა და შესაბამისი ნებართვის გარეშე მგზავრთა გადაყვანისათვის.

ამ ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების შედეგად, პირველ ოქტომბერს ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირები გათავისუფლდებიან ჯარიმისა და შესაბამისი საურავის გადახდისაგან. ეს შეეხება 707 ადამიანს, ჯამური თანხა კი 89 900 ლარს შეადგენს. კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა