მამუკა მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ნიშნავს, რომ მალე წყალტუბო გახდება ჯანმრთელობის და ტურიზმის ცენტრი

ბიძინა ივანიშვილის ეს ინიციატივა ნიშნავს, რომ ძალიან მალე წყალტუბო გახდება ჯანმრთელობის და ტურიზმის ცენტრი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, წყალტუბოში სასტუმროებისა და აბანოების გამოსყიდვასთან დაკავშირებით.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციას აღიზიანებს ასეთი ინიციატივები და მდარე არგუმენტებს იგონებენ მის წინააღმდეგ.

ბიძინა ივანიშვილის ეს ინიციატივა ნიშნავს, რომ ძალიან მალე წყალტუბო გახდება ჯანმრთელობის და ტურიზმის ცენტრი. ეს იქნება რეგიონში მიზიდულობის ცენტრი და როდესაც ასეთ ინიციატივებზეა საუბარი, ყველას, მათ შორის ოპოზიციასაც უნდა ეყოს ძალა და აღიაროს, რომ წყალტუბო - ერთ-ერთი ძალიან განვითარებული ჰაბი - ჩვენს ქვეყანასაც მოუტანს ბევრ სამუშაო ადგილს, ეკონომიკის განვითარებას, უამრავ ტურისტს. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ოპოზიცია არა მხოლოდ აკრიტიკებს, არამედ მათ აღიზიანებთ კიდეც ასეთი ინიციატივები და მდარე არგუმენტებს იგონებენ ასეთი პოზიტიური თემების გადასაფარად,“ - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რადგან სახელმწიფოს არ აქვს რესურსი, მიიღო გადაწყვეტილება სათავეში ჩაუდგეს წყალტუბოს აღორძინების პროექტს, გამოისყიდოს უკლებლივ ყველა - 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოახდინოს მათი სრული რეაბილიტაცია. ამასთან, ივანიშვილის თქმით, წყალტუბოს განვითარების პროექტზე მისი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი და „მაქსიმალური ფასი იქნება თვითღირებულება“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა