ირაკლი კობახიძე - სასულიერო პირს ვერ განვიკითხავ, პოლიტიკოსი შეიძლება განვიკითხო, მაგრამ სასულიერო პირს ასე ვერ შევეხებით

მე ვერ განვიკითხავ სასულიერო პირს, პოლიტიკოსი შეიძლება განვიკითხო, მაგრამ სასულიერო პირს ასე ვერ შევეხებით, -ასე უპასუხა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, თუ მეუფე იაკობის ბრალდებები მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების მისამართით უსაფუძვლოა, რაში დასჭირდა მას აღნიშნული.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დასახელებულ სამივე პირს: გიორგი გახარიას, ვახტანგ გომელაურს და გიორგი კვირიკაშვილს ის კარგად იცნობს და სამივეს დამოკიდებულება ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ კარგად იცის. კობახიძე ამბობს, რომ სწორედ ეს აძლევს იმის თქმის საშუალებას,რომ ბრალდება აბსოლუტურად უსაფუძვლოა.

„სამართლებრივად როგორ გაგრძელდება საკითხი ვერ გეტყვით. შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გადაწყვიტონ. რაც შეეხება ბრალდებას, ბრალდება არის აბსოლუტურად ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. ეს შემიძლია სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით თამამად ვთქვა, მათ შორის იმ ადამიანების პიროვნული თვისებების გათვალისწინებით, რომლებიც იყვნენ ნახსენები ამ საქმეში”,-განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის თქმით, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ. გუშინ კი მეუფე იაკობმა ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს