გია ხუხაშვილი - მადლობა უნდა გადავუხადოთ ივანიშვილს წყალტუბოში პროექტის წამოწყებისთვის - ქველმოქმედება არის საქმე, რაც მან იცის, მაგრამ სამწუხაროდ, ის ჯიუტად ეპოტინება იმასაც, რაც არ იცის

ქველმოქმედება - ეს არის საქმე, რაც ბიძინა ივანიშვილმა იცის, მაგრამ სამწუხაროდ, ის ჯიუტად ეპოტინება იმასაც, რაც არ იცის, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი გია ხუხაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას წყალტუბოს აღორძინების პროექტთან დაკავშირებით.

გია ხუხაშვილის განმარტებით, ის, რაც ბიძინა ივანიშვილმა არ იცის სახელმწიფოს მმართველობაა. ექსპერტის განმარტებით, ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ „ივანიშვილი სოციალურ პროექტებს მაშინაც ახორციელებდა, როდესაც პოლიტიკაში არ იყო“.

„ვფიქრობ, რომ ყველამ მადლობა უნდა გადავუხადოთ მას წყალტუბოში მასშტაბური პროექტის წამოწყებისთვის. ასევე ვიცით, რომ აქტიურ ფაზაშია აბასთუმანში მიმდინარე პროექტი. საერთოდ, ამ ადამიანს ათეულობით წლის განმავლობაში ძალიან ბევრი სოციალური პროექტი აქვს განხორციელებული და ქველმოქმედების კუთხით ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული. ვფიქრობ, ის ამისთვის მადლობას იმსახურებს. ეს საქმე კარგად იცის. სამწუხაროდ, მან ცუდად იცის სახელმწიფოს მმართველობითი საკითხები და აქ არის პრობლემები. საბოლოო ჯამში, ისტორიული ბალანსი როგორი იქნება, ამისი თქმა ძნელია, მაგრამ იმისთვის, რაც კარგია ჩვენ მას მადლობა უნდა გადავუხადოთ. რასაც ცუდად აკეთებს და ზიანს აყენებს სახელმწიფოს, იქ, რა თქმა უნდა, უნდა გავაკრიტიკოთ. ბალანსს დააყენებს ისტორია“, - აღნიშნა ექსპერტმა.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რადგან სახელმწიფოს არ აქვს რესურსი, მიიღო გადაწყვეტილება სათავეში ჩაუდგეს წყალტუბოს აღორძინების პროექტს, გამოისყიდოს უკლებლივ ყველა - 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოახდინოს მათი სრული რეაბილიტაცია. ამასთან, ივანიშვილის თქმით, წყალტუბოს განვითარების პროექტზე მისი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი და „მაქსიმალური ფასი იქნება თვითღირებულება“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა