ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები მარგო მარტიაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები მარგო მარტიაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, ევროკავშირის მისიის ცხელი ხაზი ამ საკითხთან დაკავშირებით არ იყო ამოქმედებული.

განცხადების მიხედვით, მსგავსი ტრაგედია აჩვენებს, თუ როგორ აისახება გადაადგილების თავისუფლების მკაცრი შეზღუდვა მოსახლეობაზე. ევროკავშირის მისია აღნიშნავს, რომ 5 სექტემბრის შემდეგ ჩაკეტილია ახალგორის მთავარი გადასასვლელი, რომლითაც დღეში 400 ადამიანი სარგებლობდა. განცხადების თანახმად, ამის გამო, ადგილობრივი მოსახლეობა ადეკვატურ და სწრაფ სამედიცინო დახმარებას მოკლებულია, რაც ადამიანების ცხოვრებაზე ნეგატიურად აისახება. ევროკავშირის მისია მოვლენების განვითარებას ყურადღებით აკვირდება.

„მომდევნო სირთულეების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვები რაც შეიძლება სწრაფად მოიხსნას, რათა ინდივიდუალურ შემთხვევებში, ჰუმანიტარული ფაქტორი გადამწყვეტი იყოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, ახალგორის მკვიდრი, 70 წლის მარგო მარტიაშვილი რამდენიმე დღის წინ ცუდად გახდა. თუმცა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მას თბილისში გადაყვანაზე უარი უთხრეს. მარტიაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო