ატოცის მინდვრებში დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. საცხენოსნო პატრულის გადაადგილებას სოფლის მცხოვრებლები არ ადასტურებენ

ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე ატოცის მინდვრებში დე ფაქტო რეჟიმის ე. წ. საცხენოსნო პატრულის გადაადგილებას სოფლის მცხოვრებლები არ ადასტურებენ.

გელა გელაშვილის განცხადებით, 2008 წლის შემდგომ სოფელში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები არ შესულან.

“სიმართლე არ არის ეგ ინფორმაცია. პატრული და ცხენოსნები ოკუპირებული ტერიტორიიდან ჩვენსკენ არ გადმოსულან. სოფელში 2008 წელს იყვნენ შემოსულები. ახლა კი 2019 წელია. მას შემდეგ ჩვენს ტერიტორიაზე არ ყოფილან. მოძრაობენ და პატრულირებენ თავიანთ ტერიტორიაზე. მართალია, ამის თქმაც არასწორია, არც ის ტერიტორიაა მათი, მაგრამ ამ დროისთვის აკონტროლებენ”, - აცხადებს გელა გელაშვილი.

ამავე სოფლის მკვიდრის, ჯუმბერ კარაპეტოვის თქმით, თანასოფლელებისგან მოისმინა, რომ ცხენოსნები შენიშნეს, თუმცა დე ფაქტო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

“მე თავად არაფერი დამინახავს. მაგრამ სოფელში ბირჟაზე ახსენა ვიღაცამ, რომ ცხენოსნები შეუნიშნავთ ღობის იქით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ისინი ღობის იქით დადიან, აქეთ გადმოსულები არავის დაუნახავს”, - განაცხადა ატოცის მაცხოვრებელი ჯუმბერ კარაპეტოვმა.

მიხეილ კალანდია - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 19 წლის ასაკში პოლიტიკური პატიმარი ვარ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.11.2019
დავით უსუფაშვილი - „გერმანული მოდელი“ სწორედ იმიტომ იქნა შერჩეული, რომ იგი ყველაზე ადეკვატური კონტრნაბიჯია, რათა პროცესები კონტროლიდან არ გამოვიდეს
სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმები და შესაძლებლობები - კონფერენცია "ექსპოჯორჯიაში" გაიმართება
დიდი ხანია ემზადები შავი პარასკევისთვის?! (R)
BCard - "ემბისის" ბიზნეს ბარათი მცირე ფერმერებისა და მიკრო მეწარმეებისთვის
უნიმანია "უნიქარდისგან" - ექსკლუზიური შეთავაზება მინიმალური ქულებით (R)