მეუფე  მელქისედეკი - სინოდის სხდომაზე  იქნება შეკითხვები, მაგალითად: რა ხდებოდა, რატომ ხდებოდა, რა საჭიროება მოითხოვდა?

აქედან პირდაპირ თბილისში მივდივარ, სინოდის სხდომას დავესწრები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მარგვეთისა და უბისის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა ჟურნალისტებს ფოთში განუცხადა. მისი თქმით, ჯერ უნდა მოისმინონ, რა მოხდა და შემდეგ იმსჯელონ საკითხის გარშემო.

"აქედან მივდივარ პირდაპირ თბილისში, დავესწრები სინოდის სხდომას. უპირველეს ყოვლისა, უნდა მოვისმინოთ რა ხდება. მე მაგალითად, ეს ინფორმაცია არ მქონდა, რაზეც ისაუბრა მეუფე იაკობმა, აქედან გამომდინარე, ჯერ უნდა მოვისმინოთ და შემდეგ ვიმსჯელოთ, რა მდგომარეობაში ვართ. სინოდის სხდომაზე, რა თქმა უნდა, იქნება შეკითხვები, მაგალითად: რა ხდებოდა, რა კონტექსტში, რატომ ხდებოდა რა საჭიროება მოითხოვდა?“, - განაცხადა მარგვეთისა და უბისის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა