არჩილ თალაკვაძის განმარტებით, პარკირების წესის დარღვევისთვის ჯარიმების გაზრდაზე გადაწყვეტილებას პარლამენტი საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემების მოწესრიგებამდე არ მიიღებს

პარლამენტმა კანონპროექტი, რომელიც არასწორი პარკირების გამო ჯარიმის ოდენობის გაზრდას ითვალისწინებს, მესამე მოსმენით განიხილა, თუმცა კენჭი არ უყარა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, საკანონმდებლო ორგანო აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებს იქამდე არ დაამტკიცებს, სანამ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები არ მოწესრიგდება.

„პარლამენტს და ქალაქის მერსაც აქვს პოზიცია, რომელიც მიმაჩნია, რომ სამართლიანია. კერძოდ, ეს პოზიცია არის ის, რომ პირველ რიგში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმგვარად უნდა განვითარდეს, განახლდეს და წესრიგში მოვიდეს, რომ მოქალაქეების მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია დავუბრუნდეთ ჯარიმებთან დაკავშირებული საკითხის განხილვას და გადაწყვეტილებას,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ორი მოსმენით მხარი დაუჭირა დეპუტატ ზაზა გაბუნიას მიერ ინიცირებულ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებებს. კანონპროექტის მიხედვით, ამკრძალავი ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე ლიცენზიის მქონე ტაქსის გარდა სხვა ავტომობილის პარკირება, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარით.

50 ლარით დაჯარიმდებიან, ასევე, ის პირები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ავტომობილისთვის ან ელექტრომობილებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე გააჩერებენ მანქანას.

10 ლარიდან 50 ლარამდე იზრდება ჯარიმის ოდენობა იმ შემთხვევებშიც, თუკი ავტომობილი დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილას პარკინგის საფასურის გადახდის გარეშე იდგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა