ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - 30 ოქტომბერს ატოცის სიახლოვეს მისიის ყოფნა რაიმე კონკრეტულ ინციდენტზე პასუხი არ ყოფილა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ატოცის სიახლოვეს პატრულირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რითაც მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, 30 ოქტომბერს, გამთენიისას, ჩაატარა რეგულარული, დაგეგმილი პატრულირება სოფელ ატოცის სიახლოვეს.

„მისია დღისით და ღამით აწარმოებს დაკვირვებას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე და მისი დამკვირვებლების ადგილზე ყოფნა არ ყოფილა პასუხი რაიმე კონკრეტულ ინციდენტზე, როგორც ამას ზოგიერთი წყარო ირწმუნებოდა. უფრო მეტადაც, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პატრულირება მისიის საპატრულო გეგმის შესაბამისად.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყურადღებით აკვირდება და ანგარიშგებას ახდენს „ბორდერიზაციის“ დამატებით ნიშნებზე ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე. უკანასკნელი დღეების განმავლობაში მისიამ დააფიქსირა ახალი ღობეების აღმართვის პროცესი, რომელიც გადაადგილების თავისუფლების კუთხით დამატებით წინაღობებს უქმნის კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას. მისიას არ დაუფიქსირებია მნიშვნელოვანი განსხვავებები სამხრეთ ოსეთის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების ადგილზე ყოფნის ან პატრულირების კუთხით უკანასკნელ დროს. მისია აფასებს უსაფრთხოების სიტუაციას ადმინისტაციული საზღვრის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე, როგორც შედარებით სტაბილურს უკანასკნელ პერიოდში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა