ანა დოლიძე - როგორღაც ერთ-ერთმა მოსამართლემ ალბათ ჩაიხედა კანონმდებლობაში, სადაც წერია, რომ პრეზიდენტი ნიშნავს საბჭოს წევრს, მაგრამ არ წერია, რომ ათავისუფლებს

როგორღაც ერთ-ერთმა მოსამართლემ ალბათ ჩაიხედა საქართველოს კანონმდებლობაში და კონსტიტუციაში, სადაც წერია, რომ პრეზიდენტი ნიშნავს საბჭოს წევრს, მაგრამ არ წერია, რომ ათავისუფლებს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს იუსტიციის საბჭოს სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კარგი იქნებოდა მათ კანონმდებლობა მანამ შეესწავლათ, ვიდრე წარდგინებას ხელს მოაწერდნენ.

„მე დღემდე ძალიან მორჩილად ველოდები სალომე ზურაბიშვილთან იუსტიციის საბჭოს ე.წ. წარდგინებას, რომელსაც ის არ აკეთებს, სავარაუდოდ, იმიტომ რომ როგორღაც ერთ-ერთმა მოსამართლემ ალბათ, ჩაიხედა საქართველოს კანონმდებლობაში და კონსტიტუციაში, სადაც წერია, რომ პრეზიდენტი ნიშნავს საბჭოს წევრს, მაგრამ არ წერია, რომ ათავისუფლებს. ანუ შექმნილია ირაკლი კობახიძის გამოისობით დიდი საკონანმდებლო დაუდევრობა. კარგი იქნებოდა ამ 11 ადამიანს, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ ე.წ. წარდგინებას კონსტიტუციაში მაინც ჩაეხედა, ვიდრე ასეთ გალაშქრებას დააპირებდა“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, მას საზოგადოებრივად აქტიურობას ვერავინ აუკრძალავს.

„დიმიტრი გვრიტიშვილმა კარგი სამსახური გამიწია, იმსახურებს კომპლიმენტს იმისთვის, რომ შეაგროვა მთელი განცხადებები, რაც გამიკეთებია ბოლო 4 წლის განმავლობაში. მე როგორც საქართველოს მოქალაქე ვასრულებ ჩემს მოქალაქეობრივ ვალს და საზოგადოებრივად ვაქტიურობ თემებზე, რომელიც ტკივა ქართველ ხალხს. საზოგადოებრივად საჭირბოროტო თემებზე, მაგალითად, სიღარიბეზე, აზარტულ თამაშებზე, ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე, განათლება რომ არ ვარგა საქართველოში, ამ თემებზე საუბარს ვერავინ ამიკრძალავს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტოს. აღნიშნულის შესახებ მიმართვა საბჭოს წევრებს დიმიტრი გვრიტიშვილმა წინა სხდომაზე წარუდგინა. გადაწყვეტილებას მხარი საბჭოს უმრავლესობამ დაუჭირა.

დღეს, იუსტიციის საბჭოს მორიგი სხდომა 15.00 საათზე იყო დანიშნული, თუმცა, ამ დრომდე არ დაწყებულა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა