ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიაში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილია შეკრებილი, რომლებიც მეუფე პეტრეს მხარდაჭერას უცხადებენ

ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიაში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილია შეკრებილი. ისინი მეუფე პეტრეს მხარდაჭერას უცხადებენ და მას ელოდებიან.
მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის იღუმენია თამარი სინოდის დღევანდელ გადაწყვეტილებას პილატეს სასამართლოს უწოდებს.
"მიუღებელია სინოდის დღევანდელი გადაწყვეტილება, დღევანდელი დღე იყო პილატეს სასამართლო. თუკი ვინმეს შერჩენია საღი აზრი, უნდა ფიქრობდეს საერთო კრებაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც სასულიერო პირები, ასევე ერისკაცები. ამ გადაწყვეტილებით სინოდმა კი არ გადაწყვიტა პრობლემები არამედ ჩიხში შეიყვანა ეკლესია“, -განაცხადა იღუმენია თამარმა.
მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის დიაკონის, კონსტანტინე გაბისონია სინოდის დღევანდელ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ მეუფის სჯერა.
ტაძარში მყოფი მრევლის ნაწილი აცხადებს, რომ ისინი მეუფე პეტრეს მხარს ბოლომდე დაუჭერენ.

























