მეუფე პეტრე - მეუფე იაკობის გამოხტომა იყო არაადეკვატური

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე აცხადებს, რომ შესაძლოა, მეუფე იაკობსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრისას საუბარი პატრიარქის კანონიკურობას ეხებოდა და „მეუფე იაკობი ნახევარ სიმართლეს საუბრობს, როგორც ეს მას სჩვევია.“

ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება მეუფე იაკობის განცხადების საფუძველზე, პეტრე ცაავა აცხადებს, რომ მეუფე იაკობი მისთვის არასერიოზული ადამიანია.

„მიმაჩნია, რომ მეუფე იაკობის გამოხტომა იყო არაადეკვატური, საერთოდ ჩემთან მიმართებაში არაერთგზის გააჟღერა ცილისწამება. ესაა ასევე ადამიანი, რომელსაც სასამართლოს პირველი ინსტანცია აქვს წაგებული და მეორე ინსტანციას, როგორც ვიცი ნოემბრის ბოლოს ელოდება. ამიტომაც ის ასევე მუქარის სიტყვებით გამოდიოდა სასამართლოს მიმართ. სასამართლო რომ დასაგმობია, ჩვენ დიდი ხანია ვიცით, მაგრამ მან ეს დათმობა დაიწყო პირადი ინტერესებისა და საშიშროების გამო. რა თქმა უნდა, ის ჩემთვის არასერიოზული ადამიანია. მისი ყოველი სიტყვა ჩემთვის არის როგორც უპასუხისმგებლო ადამიანის სიტყვა.

მე შემიძლია საკუთარი შეფასება გავაკეთო. შეიძლება ჩემთანაც, ხელისუფლების წარმომადგენლებთან როდესაც შეხვედრები მქონია, ვსაუბრობდით ლეგიტიმაციაზე. ანუ მართვა-გამგეობის დებულების ფარგლებში მეუფე შიოს დღემდე არ აქვს ლეგიტიმაცია. შეიძლება ამაზე ფიქრობდნენ, ანუ პატრიარქი ან უნდა გადადგეს, მოიწვიოს სინოდი და გაერთიანებული კრება, რომელმაც ახალი პატრიარქი უნდა აირჩიოს, ან მოსაყდრეობა უნდა იქნეს უკან გამოწვეული, როგორც არაკანონიკური ქმედება მართვა -გამგეობის დებულების თანახმად. შეიძლება ამ თემებზე იყო საუბარი და მეუფე იაკობი ნახევარ სიმართლეს საუბრობს, როგორც ეს მას სჩვევია. თუ ეს შეხვედრა იყო, შესაძლოა, ამ შეხვედრაზე ყოფილიყო მსგავსი თემის განხილვა, ანუ პატრიარქის კანონიკურობა, იქნებ ეს ხელისუფლება ითხოვდა, როგორაა ეს საკითხი კანონიკის ფარგლებში“, - აღნიშნა მეუფე პეტრემ.

შეგახსენებთ, ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის თქმით, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო