ვახტანგ გომელაურმა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის რეგიონული დანაყოფის ხელმძღვანელებთან თათბირი გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის რეგიონული დანაყოფის ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე დაესწრო.

„მინისტრმა თანამშრომლებთან შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და დანაყოფების ხელმძღვანელებისგან რეგიონში დანაშაულთან ბრძოლის, ასევე, პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ვახტანგ გომელაურმა სამუშაო პროცესთან დაკავშირებით თანამშრომლებს შესაბამისი დავალებები მისცა. შინაგან საქმეთა მინისტრმა უწყებაში სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზეც ისაუბრა“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ გომელაურმა რეგიონის პოლიციის ხელმძღვანელებს პირადად გააცნო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც მომავალი წლის 1-ლი ივლისიდან სამინისტროს ყველა თანამშრომელს ანაზღაურება 125 ლარით გაეზრდება.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს