ჰონგ-კონგში მასშტაბური საპროტესტო აქციების დროს 17 ადამიანი დაშავდა

ჰონგ-კონგში მასშტაბური საპროტესტო აქციები კვლავ არეულობაში გადაიზარდა. დემონსტრანტები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში შეიკრიბნენ და გზის გადაკეტვა სცადეს. პოლიციამ მათი დაშლა ცრემლსადენი გაზისა და წლის ჭავლის გამოყენებით სცადა. დემონსტრანტების ნაწილმა სამართალდამცავების მიმართულებით ასაფეთქებელი მოწყობილობები ისროლა.

დაპირისპირების დროს 17 ადამინი დაშავდა. მედიის ინფორმაციით, პოლციამ 200-მდე დემოსნტრანტი დააკავა.

მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგის მთავრობამ პატიმართა ექსტრადირების კანონი უკან 23 ოქტომბერს გაიწვია, მოსახლეობა აქციების გამართვას მაინც აგრძელებს. საპროტესტო აქციები მარტში მას შემდეგ დაიწყო, რაც ოფიციალურმა პეკინმა ჰონგ-კონგიდან ჩინეთის დანარჩენ ტერიტორიაზე პატიმართა ექსტრადირების შესახებ კანონის მიღება გადაწყვიტა. ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი ბრიტანეთის კოლონია იყო და ჩინეთს იმ პირობით გადაეცა, რომ პეკინი მის შიდა საქმეებში არ ჩაერეოდა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია