გიგა ბოკერია - როგორ იპოვა ივანიშვილმა ამდენი დახვეწილი იუმორის ადამიანი ერთად, ეს ივანიშვილის საოცარ იუმორზე მეტყველებს

როგორ იპოვა ივანიშვილმა ამდენი დახვეწილი იუმორის ადამიანი ერთად, ეს ბატონი ივანიშვილის საოცარ იუმორზე მეტყველებს, - ასე პასუხობს „ევროპული საქართველოს“ ერთ- ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ჟურნალისტებთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებას, რომელიც „ევროპული საქართველოს" მიერ პრეზიდენტის სკანდალური შეწყალებების საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას ეხებოდა.

როგორც გიგა ბოკერიამ განაცხადა, ივანიშვილის ყველა მარიონეტს თავის განაჩენს გამოუტანს ამომრჩეველი საზოგადოების ასეთი დაცინვისთვის.

მისივე თქმით, პარლამენტის ფუნქცია გამოძიების მაშინ იწყება, როცა არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროკურატურა არ ან ვერ იძიებს საქმეს.

„იგივე შემიძლია ვთქვა მეორე საქმესთან დაკავშირებით. როცა ხელისუფლებასთან თავის დროზე დაახლოებული პირი (მეუფე იაკობი) ასეთ განცხადებებს აკეთებს და მერე თქმა იმის, რომ მან შენდობა ითხოვა და პროკურატურამ არ უნდა დაკითხოს, ვერ გავიგე ირანში ვცხოვრობთ, თუ სად ვართ? ეს არის სერიოზული ბრალდებები და უნდა დაეკითხათ იმ დათქმით, როგორც არის ხოლმე, რომ ცრუ ჩვენება არის დასჯადი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს" მიერ პრეზიდენტის სკანდალური შეწყალებების საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას.

„ალბათ, მიზანშეწონილია, უმრავლესობაში ვიფიქროთ დავაინიციროთ პროექტი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე "ევროპული საქართველოს" რაციონალურობის შესწავლასთან დაკავშირებით," - განაცხადა ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა