კახა კალაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, მთაწმინდის გამწვანების თაობაზე, მისასალმებელია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, მთაწმინდის გამწვანების თაობაზე, მისასალმებელია.

„ჩვენ ქალაქში გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა. ეს არის გამხმარი და დაავადებული ფიჭვები. მერიამ დაიწყო ამაზე მუშაობა. ჩვენ ამ გამხმარ ხეებს ვჭრით. მაგრამ ძალიან პრობლემურია ეს საკითხი, რადგან ამ ხეებს აქვთ გადამდები დაავადება. ეს არის დამაზინებელი ჯანსაღი ხეებისთვის. მთაწმინდა-კუს ტბის ტერიტორიები სერიოზულ პრობლემას წარმოქმნის ამ თვალსაზრისით.

შესაბამისად, ძალიან მისასალმებელია ის გადაწყვეტილება, რომ მოხდება ამ ხეების ჩანაცვლება. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ბიზნესს ჩართულობისკენ, რადგან ეს ყველას პრობლემაა.

ეს მოხდება ბიძინა ივანიშვილის პირადი ხარჯებით და დაახლოებით 15 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება“, - განაცხადა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა