ეკა ბესელია - უმჯობესია გამიჯნული იყოს პოლიტიკა, ფული და ქველმოქმედება

ან უნდა გაერიდო პოლიტიკას და აკეთო ქველმოქმედება და ბიძინა ივანიშვილს ეს ძალიან კარგად გამოსდიოდა, მაგრამ ერთდროულად მართვა და ქველმოქმედება ერთმანეთს აზიანებს,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას აღნიშნა, პოლიტიკა, ფული და ქველმოქმედება გამიჯნული უნდა იყოს.

ბიძინა ივანიშვილი იყო ნამდვილად დიდი ქველმოქმედი. წლების განმავლობაში არავინ იცოდა მის შესახებ, ფოტოც კი არ არსებობდა და იდენტიფიცირება არ ხდებოდა მისი გაკეთებული საქმეების. როგორც კი პოლიტიკაში შემოვიდა და სახელისუფლებო პარტიის ლიდერი გახდა, ნებისმიერი ასეთი ქველმოქმედება სულ რომ არ ისახავდეს მიზნად რაიმე სხვა ინტერესს, გარდა წმინდა ქველმოქმედებისა, მაინც გადაითარგმნება და გაგებული იქნება, როგორც პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნების საშუალება. პოლიტიკაში როცა მმართველი პარტია ხარ, ჭარბი ძალაუფლება არის სახიფათო. ამიტომ ან უნდა გაერიდო პოლიტიკას და აკეთო ქველმოქმედება და მას ეს ძალიან კარგად გამოსდიოდა, მაგრამ ერთდროულად მართვა და ქველმოქმედება რაღაცნაირად ერთმანეთს აზიანებს და ამ პროცესს ვუყურებ გულისწყვეტით. უმჯობესია გამიჯნული იყოს პოლიტიკა, ფული და ქველმოქმედება,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა