ქეთევან ციხელაშვილი - ახალგორში, ჭაში ჩავარდნილი ქალი ნორმალურადაა, თუმცა, როცა ოჯახს და პაციენტს გადაადგილების საშუალება არ ეძლევა, ეს აბსოლუტურად მიუღებელია

ახალგორში, ჭაში ჩავარდნილი ქალი, თამარ გიგაური, ნორმალურადაა. თუმცა, როცა ოჯახს და პაციენტს სურს, რომ მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის გადაადგილდეს და ამის საშუალება არ ეძლევა, რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად მიუღებელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, დღეს კიდევ ერთხელ გააქტიურდა ცხელი ხაზი.

„ქართული მხარის მოთხოვნა, პირველ რიგში, ის იყო, რომ მისი მდგომარეობა მოგვეკითხა და დეტალურად გვცოდნოდა, თუ რა მდგომარეობაშია ის ცხინვალის საავადმყოფოში. ასევე, რა თქმა უნდა, ოჯახის მოთხოვნის შესაბამისად, კიდევ ერთხელ დაგვეყენებინა თამარ გიგაურის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის სკაითხი, რადგან ეს წმინდა ჰუმანიტარული საკითხია. მათი ინფორმაციით, ქალბატონი ნორმალურადაა, თუმცა, რა თქმა უნდა, შეშფოთების საფუძველი, ისევე როგორც ოჯახს, გვრჩება, რადგან ადამიანს, ჩვენი ინფორმაციით, აქვს მოტეხილობები და მრავლობითი დაჟეჟილობები. ამ საქმეში ჩართულნი არიან ჩვენი პარტნიორები - ჟენევის თანათავმჯდომარეები, ისევე როგორც წითელი ჯვარი. მცდელობა არც ერთი წუთით არ შეგვიჩერებია. ოჯახის მოთხოვნის შესაბამისად, მოქმედებებს გავაგრძელებთ",- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო