გია უდესიანისა და ზაზა გუგავას ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

რა თქმა უნდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, არც იქ გვაქვს მოლოდინი, რომ რაიმე შეიცვლება, რადგან ყველა მურუსიძის და ჩინჩალაძის სასამართლოა და ყველა ერთად ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭები არიან,- ამის შესახებ უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების გამოძალვის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებაში ბრალდებულ ბიზნესმენ გია უდესიანისა და გამოძალვაში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ზაზა გუგავას ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა მედიას განუცხადა.

მისი თქმით, დღეს სასამართლო ასრულებს იმას, რასაც “ხელისუფლება და პოლიტიკური პროკურატურა ითხოვს”.

ადვოკატის თქმით, მისთვის გაუგებარია, რა მიზნებს შეიძლება ემსახურებოდეს “ახალი პატიმრობა, როდესაც ადამიანზე ძებნა აქვთ გამოცხადებული და ისედაც პატიმარია”.

“მოსამართლეს გია უდესიანის მიმართ წინა შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიება აქვს განხილული, როდესაც პატიმრობა შეუფარდა. მას ჩამიყალიბებული აქვს პოზიცია და დამოკიდებულებები როგორც ჩანს და დღეს ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენ აბსოლუტურად სწორად ვითხოვდით მის აცილებას. ამ ადამიანმა ერთი ერთში გაიმეორა პროკურატურის შუამდგომლობა. როგორც ჩანს, მისთვის საერთოდ არ იყო მნიშვნელოვანი ის არგუმენტები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ერთი თეთრი არ დააკლო გირაოს ნაწილში ზაზა გუგავას, ხოლო გია უდესიანის ნაწილში, როდესაც ჩვენ ავუხსენით და ვუმტკიცებდით ამ სასამართლოს პრაქტიკას - ადამიანს, როდესაც ერთხელ უკვე აქვს შეფარდებული პატიმრობა, მეორედ მის მიმართ პატიმრობა არ გამოიყენება, აღმოჩნდა, რომ უდესიანის შემთხვევაში აქ მიდგომებიც იცვლებოდა, არის სხვანაირი”,-განაცხადა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა და უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების გამოძალვის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებაში ბრალდებულ ბიზნესმენ გია უდესიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო გამოძალვაში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ზაზა გუგავას, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 50 000 ლარის ოდენობით შეუფარდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა