ფრანგმა სამხედროებმა ექსტრემისტული დაჯგუფების ლიდერი მოკლეს

ფრანგმა სამხედროებმა მალიში დასავლეთ აფრიკული ისლამური დაჯგუფების ლიდერი მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„ჯამაათ ნურსათ ალ-ისლამ ვალ-მუსლიმინის“ დაჯგუფების ლიდერის ალი მეიჩოს ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ფლორენს პარლიმაც დაადასტურა.

”ალი მეიჩო, რელიგიური ლიდერი, რეკრუტერი, მრავალი თავდასხმის ფარული ორგანიზატორი იყო, რომელიც სიძულვილს თესდა,“ - წერს ფლორენს პარლი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“

ალი მეიჩო ყოფილი რადიკალი იმამი იყო, რომელსაც „ისლამურ სახლმწიფოსა“ და ალ-ქაიდასთან კავშირების გამო გაერომ საერთაშორისო სანქციები დაუწესა.

რაც შეეხება დაჯგუფება „ჯამაათ ნურსათ ალ-ისლამ ვალ- მუსლიმინს“, ის მალელ და ფრანგ სამხედროებსა და გაეროს მშვიდობისმყოფელების წინააღმდეგ მალიში განხორციელებულ არაერთ თავდასხმაზეა პასუხისმგებელი.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს