სალომე ზურაბიშვილი - საქართველო არც ისე შორს არის, რეგიონის ე.წ. კრიზისული თაღისგან, სადაც ომი, ტერორიზმი, შიდა პოლიტიკური არეულობა ან მიგრაცია საფრთხეს უქმნის მშვიდობას

„საქართველო არც ისე შორს არის, რეგიონის ე.წ. კრიზისული თაღისგან, სადაც ომი, ტერორიზმი, შიდა პოლიტიკური არეულობა ან მიგრაცია საფრთხეს უქმნის მშვიდობას“, - ამის შესახსებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, უსაფრთხოების გამოწვევები საქართველოსთვის და არა მხოლოდ საქართველოსთვის იზრდება.

„საქართველო არც ისე შორს არის, რეგიონის ე.წ.კრიზისული თაღისგან, სადაც ომი, ტერორიზმი, შიდა პოლიტიკური არეულობა ან მიგრაცია საფრთხეს უქმნის მშვიდობას, უსაფრთხოებასა და განვითარებას. საქართველომ შეძლო სტაბილურობის კუნძულის შენარჩუნება და მოახერხა მისი ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების დაცვა არასასურველი ეფექტებისგან. მაგრამ ეს ძალისხმევა შესანარჩუნებელი და გასაორმაგებელია მოახლოვებული ტერორიზმის პრევენციისთვის. ეს ნიშნავს პარტნიორებთან ინფორმაციის აქტიურ გაცვლას, მეტ გამჭვირვალობას და საზღვრების და მათზე გადაადგილების მეტ კონტროლს.“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ხაზი გაუსვა კონფერენციის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ შავი ზღვა, საქართველო არის ქვეყნის პარტნიორებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი რეგიონის უსაფრთხოებისთვის და არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისთვის.

„ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დღეს კიდევ ერთხელ ვიკრიბებით 35 ქვეყნის წარმომადგენლები, რათა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რას ნიშნავს დღევანდელ დღეს თავდაცვა და უსაფრთხეობა საქართველოსთვის და ამ რეგიონისთვის“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა