მინდია გორაძის დედა - ჩემი შვილი თურქეთის ციხეში მძიმე პირობებშია - ხელისუფლებას ვთხოვ, მის გათავისუფლებაზე იზრუნონ

ჩემი შვილი თურქეთში ძალიან მძიმე პირობებშია. საქართველოს ხელისუფლებას, ვთხოვ, როგორც ქართველი დედა, რომ მის გათავისუფლებაზე იზრუნონ, - ამის შესახებ საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი მინდია გორაძის („ლავას ოღლის") დედამ, ნარგიზი გორაძემ გენერალურ პროკურატურასთან განაცხადა, სადაც გორაძის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით აქცია იმართება.

„ჩემი შვილი თურქეთშია პატიმრობაში და ვერ გავარკვიეთ რისთვის. გვაინტერესებს, საქართველოს მოქალაქის თურქეთში პატიმრობაში ყოფნაზე, როგორ რეაგირებს სახელმწიფო. ჩემი შვილი ძალიან მძიმე პირობებშია და საქართველოს ვთხოვ, როგორც ქართველი დედა, რომ მის გათავისუფლებაზე იზრუნონ. აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ სახელმწიფომ გაგვცეს პასუხი“, - აღნიშნა ნარგიზი გორაძემ.

როგორც ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, მინდია გორაძემ რამდენიმე დღის წინ, თურქეთის ციხეში, პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა იმ მოთხოვნით, რომ მოახდინონ მისი საქართველოში ექსტრადირება. ადვოკატის თქმით, მას საექსტრადიციო პატიმრობის ვადა უკვე ამოწურული აქვს და ვინაიდან არ ხდება მისი საქართველოში ექსტრადირება, მისი უფლებები ირღვევა. „ყველანაირი ვადა უკვე ამოწურულია და იმ მოთხოვნით, რომ ის გადმოიყვანონ და ექსტრადიცია მოახდინონ მისი საქართველოში, მან რამდენიმე დღის წინ პირი ამოიკერა. ოჯახმა შეატყობინა საქართველოს კონსულს. კონსულმა დაწერა თხოვნა, რომ ენახა მინდია გორაძე, მაგრამ დღემდე, ჯერჯერობით არ მიუღია პასუხი. საქართველოს ოფიციალური პირებიც არ შეხმიანებიან მას და არ უთხოვიათ, რომ საქართველოს მოქალაქისთვის მიექციათ ყურადღება. ის, რომ მისი უფლებები უხეშად ირღვევა, იქიდანაც ჩანს, რომ მას არ ეძლევა საშუალება, რომ საკუთარ სააპელაციო სასამართლოს დაესწროს, ასევე არ ხდება კონკრეტული კომუნიკაცია, რომ სწრაფად იქნას ციხიდან გამოყვანილი. იქ არის გაუსაძლის პირობებში“, - განაცხადა ადვოკატმა.

გენერალურ პროკურატურასთან, თურქეთის ციხეში მყოფი მინდია გორაძის („ლავას ოღლის“) თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით, აქცია იმართება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა