არჩილ თალაკვაძე - ჩვენი მიზანია, უზენაესი სასამართლო დავაკომპლექტოთ პროფესიონალებით, მიუკერძოებელი ადამიანებით

"ჩვენი მიზანია, უზენაესი სასამართლო დავაკომპლექტოთ პროფესიონალებით, მიუკერძოებელი ადამიანებით, რომლებიც მოემსახურებიან მხოლოდ და მხოლოდ მართლმსაჯულებისა და სამართლიანობის ინტერესებს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მან ისაუბრა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების კანდიდატების დანიშვნის შესახებ და უპასუხა კითხვას, დამტკიცდებიან თუ არა ისინი სასამართლოში უვადოდ.

„ყველამ დაინახეთ, რომ პარლამენტმა უზრუნველყო მაღალი დემოკრატიული სტანდარტი კანდიდატების განხილვის პროცესში, ახლაც პარლამენტში მიმდინარეობს განხილვა და უსმენენ ერთ-ერთ კანდიდატს. ამ პროცესის მიზანი სწორედ ის იყო, რომ მაქსიმალური მონაწილეობა ყოფილიყო საზოგადოების და დასმულიყო ყველა ის შეკითხვა მათთან, რაც არსებობდა საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, აზრთა სხვადასხვაობა იქნება ყველა კანდიდატთან მიმართებაში. ეს პროცესი სწორედ იმას ემსახურებოდა, რომ ყველას ჰქონოდა თავისი მოსაზრება კანდიდატებთან მიმართებაში. თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რამდენ კანდიდატს და რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს პარლამენტი, ეს უახლოეს პერიოდში, მოსმენების დასრულების შემდეგ გამოჩნდება ღია კენჭისყრის დროს, სადაც ჩვენ ინდივიდუალურად ვუყრით კენჭს თითოეულ კანდიდატს. ჩვენი მიზანია, უზენაესი სასამართლო დავაკომპლექტოთ პროფესიონალებით, მიუკერძოებელი ადამიანებით, რომლებიც მოემსახურებიან მხოლოდ და მხოლოდ მართლმსაჯულებისა და სამართლიანობის ინტერესებს", - განაცხადა თალაკვაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს