ხურვალეთის მოსახლეობის ნაწილი უარყოფს მათივე თანასოფლელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ოკუპანტები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ

ადგილობრივების ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის სიახლოვეს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დღეს აღარ გამოჩენილან.

გამყოფი ხაზის სიახლოვეს, ე.წ. სასაზღვრო მწვანე ბანერის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარკვეული სამუშაობის განხორციელების შესახებ ინფორმაცია ხურვალეთში მცხოვრებმა ლუდა სალიამ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. სალია აცხადებდა, რომ ქედი, სადაც ოკუპანტები მუშაობდნენ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არის კონტროლირებადი.

„ძალიან მაღიზიანებს, როცა ჩემი აივნიდან ვუყურებ, როგორ მუშაობს ოკუპანტი, როგორ მოდიან მანქანები, როგორ თხრიან მიწას, როგორ გადაადგილდებიან. რაც შევძელი გადავიღე. მუშაობდნენ ბანერის გასწვრივ, აქეთა მხარეს. ჩვენი კონტროლირებადია ის ქედი, სადაც დგას რუსი თამამად და რასაც უნდა იმას აკეთებს“, - განაცხადა ლუდა სალიამ.

თანასოფლელები ლუდა სალიას ამ განცხადებას აბსურდულს უწოდებენ.

„დღეს აღარავინ გამოჩენილა. გუშინ და გუშინწინ კი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტრაქტორი და „კამაზები“ შევნიშნეთ. რაც შეეხება იმას, რომ თითქოს საქართველოს მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოძრაობდნენ და რამე სამუშაოს აწარმოებდნენ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ლუდა სალია ალბათ, სხვანაირად ხედავს. აქ ვარ მთელი დღის განმავლობაში, სკოლის დარაჯი ვარ და ვუყურებდი რასაც აკეთებდნენ“, - აცხადებს ხურვალეთში მცხოვრები ბადრი წიქარიძე.

რაც შეეხება სამუშაოებს, რასაც დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები სოფლის სიახლოვეს აწარმოებდნენ, ხურვალეთის მცხოვრებების ინფორმაციით, მათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ერთ-ერთი სასოფლო გზის მოსაწყობად მიწა გაჰქონდათ.

„რაც შევნიშნეთ და რა ინფორმაციაც გაგვაჩნია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ღდულეთის მიმართულებით მიაქვთ მიწა. სასოფლო გზის მოსწორება მიმდინარეობს. რაც შეეხება სოფლის ტერიტორიაზე მათ გადმოსვლას, აქეთ არავინ გადმოსულა და შესაბამისად, არც შეშფოთების საფუძველი გვქონია“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ ხურვალეთის მკვიდრმა, დავით ხუროშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა