საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ქვეშში მცხოვრები 28 წლის მამაკაცი დააკავეს

გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშის განაპირას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქვეშში მცხოვრები 28 წლის ზაქრო ბუთხუზი დააკავეს.

დაკავების დეტალები უცნობია, თუმცა ოჯახის წევრების განცხადებით, ბუთხუზი სოფლის განაპირას მდებარე ბაღში იმყოფებოდა. აღნიშნული მიწის ნაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ზემო არცევს ესაზღვრება.

„ჩემი შვილი ბაღში იმყოფებოდა, საიდანაც გაუჩინარდა. ეს ბაღი სოფლის განაპირასაა და ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვერბა. ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია, თუმცა ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ჩემი შვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ცხინვალშია გადაყვანილი“, - განაცხადა დაკავებულის მამამ გოგიტა ბუთხუზმა.

გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ტარიელ ვათიაშვილის თქმით, ბუთხუზის დაკავების დეტალები უცნობია.

„მხოლოდ ის ინფორმაცია გვაქვს, რომ 28 წლის მამაკაცი საოკუპაციო ხაზთან დააკავეს. თვითმხილველი არ არის და შესაბამისად, დეტალებზე დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. უკვე საქმის კურსშია ყველა შესაბამისი უწყება და იმედი გვაქვს, რომ დაკავებულის გათავისუფლება მალე მოხდება“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ ტარიელ ვათიაშვილმა.

ზაქრო ბუთხუზი 4 წლის წინაც იყო დაკავებული და დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა მაშინ ე.წ. საზღვის უკანონოდ გადაკვეთაში დასდეს ბრალი.

იხილეთ ვიდეო: საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ქვეშში მცხოვრები 28 წლის მამაკაცი დააკავეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა