ცხინვალის КГБ-ს განცხადებით, ე.წ. საზღვართან სროლები იყო

ე.წ. სამხრეთ ოსეთის КГБ ქართულ მხარეს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. მათი ინფორმაციით, 5 ნოემბერს, 18:00 საათზე, ხაშურის რაიონის სოფელ კობიდან, სადაც მათი თქმით, განთავსებულია ქართული პოლიციის დამატებითი ძალები, ე.წ. საზღვრის მიმართულებით დაუდგენელი პირების მიერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-15 გასროლა განხორციელდა. ამის შესახებ დე ფაქტო უწყებაზე დაყრდნობით, ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ იუწყება.

მათივე ცნობით, მსხვერპლი არ არის, არც ინფრასტრუქტურა დაზიანებულა.

ცხინვალის КГБ-ს განცხადებით, დაძაბულობის დეესკალაციის ერთადერთი უალტერნატივო გზა „საზღვრისპირა“ რაიონში ქართული საპოლიციო პოსტის გაუქმებაა სოფელ წნელისთან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა