საოკუპაციო ძალების მიერ 28 წლის ზაქრო ბუთხუზის დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის მისია

საოკუპაციო ძალების მიერ 28 წლის ზაქრო ბუთხუზის დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის მისია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშის განაპირას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ 28 წლის ზაქრო ბუთხუზის დაკავების ფაქტს ადასტურებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

„ვადასტურებთ ინფორმაციას. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“,-აცხადებენ სუს-ში.

ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშის განაპირას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქვეშში მცხოვრები 28 წლის ზაქრო ბუთხუზი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ზაქრო ბუთხუზი 4 წლის წინაც იყო დაკავებული და დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა მაშინ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დასდეს ბრალი.