სუს-ში მორიგ დეზინფორმაციას უწოდებენ ცხინვალის КГБ-ს განცხადებას, რომლის მიხედვით, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ცეცხლი გახსნეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ ადასტურებენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის КГБ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ცეცხლი გახსნეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, აღნიშნული მორიგი დეზინფორმაციაა.

„ეს არის მორიგი დეზინფორმაცია და პროვოკაციული განცხადება, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს“,-აცხადებენ სუს-ში.

ცნობისთვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის КГБ ქართულ მხარეს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. მათი ინფორმაციით, 5 ნოემბერს, 18:00 საათზე, ხაშურის რაიონის სოფელ კობიდან, სადაც მათი თქმით, განთავსებულია ქართული პოლიციის დამატებითი ძალები, ე.წ. საზღვრის მიმართულებით დაუდგენელი პირების მიერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-15 გასროლა განხორციელდა. ამის შესახებ დე ფაქტო უწყებაზე დაყრდნობით, ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ იუწყება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს