ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები საოკუპაციო რეჟიმს გამყოფ ხაზზე ყველა გადასასვლელი პუნქტის დაუყოვნებლივ გახსნისკენ მოუწოდებენ

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და დე ფაქტო რეჟიმს ყველა გადასასვლელი პუნქტის დაუყოვნებლივ გახსნისკენ მოუწოდებენ.

„ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე ყველა გადასასვლელი პუნქტის დაუყოვნებლივ გახსნისკენ მოუწოდებენ. ბოლო თვეებმა აჩვენა ადგილზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის სერიოზული გაუარესება, რამაც მოსახლეობას შორის შიში გააჩინა. ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში ყველა მონაწილის ჩართვა აჩვენებს ორმხრივ შეშფოთებასა და დეესკალაციისადმი ყველა მხარის მხარდაჭერას, რასაც თანათავმჯდომარეები მიესალმებიან. თანათავმჯდომარეები რჩებიან აქტიურად ჩართულნი ჩორჩანა-წნელისის რაიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არსებული გამოწვევების გადაწყვეტის ხელშეწყობაში.

ამავე დროს, ჩვენ მოვუწოდებთ მონაწილეებს, დაუყოვნებლივ გახსნან სექტემბრის დასაწყისიდან დახურული ყველა გადასასვლელი პუნქტი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, უსაფრთხოების საკითხის გადაწყვეტისკენ მიმართული ნაბიჯები უნდა იყოს პროპორციული და ყოველთვის ითვალისწინებდეს ჰუმანიტარულ ასპექტებს. განცხადების მიხედვით, გადასასვლელი პუნქტების დახურვა ამწვავებს ისედაც რთულ სიტუაციას, რაზეც მეტყველებს ბოლო დროინდელი შემთხვევები, რაც სერიოზულად აისახება კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა