ჩინეთი მოზარდებს ვიდეო თამაშებზე კომენდანტის საათს უწესებს

ჩინეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ არასრულწლოვნების დიდი ნაწილი ონლაინ თამაშებზე დამოკიდებული გახდა და პრობლემასთან გამკლავების მიზნით, თამაშებზე კომენდანტის საათს აწესებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ახალი წესების თანახმად, 18 წლამდე ასაკის პირებს საღამოს 10-დან დილის 8 საათამდე ონლაინ თამაშების თამაში ეკძალებათ. სამუშაო დღეებში მოზარდებს დღეში 90 წუთის განმავლობაში თამაშის უფლება ექნებათ, შაბათ-კვირასა და სახალხო დღესასწაულების დროს კი შეეძლებათ თამაშს დღეში 3 საათი დაუთმონ.

გაიდლაინებით იზღუდება იმ თანხის რაოდენობაც, რასაც მოზარდები საკუთარ ონლაინ სათამაშო ანგარიშებზე რიცხავენ. 8-დან 16 წლამდე გეიმერებს თვეში 200 ჩინური იუანის (29 აშშ დოლარი), 16-დან 18 წლამდე პირებს კი - 400 იუენის (57 აშშ დოლარი) ჩარიცხვის უფლება ექნებათ.

ხელისუფლებამ ოფიციალური გაიდლაინიებით ქვეყანაში მოქმედ ყველა ონლაინ სათამაშო პლატფორმას მიმართა.

ჩინეთი ვიდეო თამაშების უდიდესი ბაზარია მსოფლიოში. კვლევის თანახმად, ჩინეთის შემოსავალმა ამ ბიზნესიდან შესაძლოა, 2018 წელს 38 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწიოს.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს