ნინო ლომჯარია ფილმზე „და ჩვენ ვიცეკვეთ“ - თუ ბილეთებს მომაწვდიან, სიამოვნებით წავალ ფილმის ჩვენებაზე

თუ ბილეთებს მომაწვდიან, მე სიამოვნებით წავალ ფილმის ჩვენებაზე, - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ქართულ -შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რომელიც ლომჯარიას თქმით, არის პირდაპირი მუქარა და სცდება გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროს.

„ჩვენ რაც მოვისმინეთ, ეს იყო პირდაპირი მუქარა, რომ მოახდენენ კონკრეტული შენობების, მათი შესასვლელების ბლოკირებას, ჩაშლიან კინოჩვენებას და არ შეუშვებენ იქ ადამიანებს. აღნიშნული ტიპის ქმედება თუ განხორციელდა, ეს არ წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროს და სწორედ ამაზე მივანიშნეთ ჩვენ როგორც აქციის მონაწილეებს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები იმისთვის, რომ სხვა პირთა გადაადგილების თავისუფლებას, მათი უფლებების რეალიზაციასა და უსაფრთხოებას არ შეექმნას საფრთხე. მე იმედი მაქვს, რომ პოლიცია იქნება მობილიზებული იმ დღეს და იმედი მაქვს, რომ თავიდან იქნება აცილებული ნებისმიერი გართულება ამ მიმართულებით“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარიამ თავისი პირადი მოსაზრებაც დააფიქსირა და აღნიშნა, რომ პოზიცია, რომელიც ფილმის ჩვენების ჩაშლას გულისხმობს, შუასაუკუნოვანი აზროვნებაა. ლომჯარიას განმარტებით, ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციითაა უზრუნველყოფილი შემოქმედების თავისუფლება.

„ვერავინ ვერავის აუკრძალავს ან დაუდგენს, რა ტიპის ფილმი უნდა გადაიღოს, გაუშვას ან ვინ რა ფილმს უყუროს და რა წიგნი წაიკითხოს“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ