GWP - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე მიღებული დადგენილება საჯაროდ გამოცხადდება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების მიხედვით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, „რუსთავის წყლისა“ და „მცხეთის წყლის“ მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილებების ადრესატისთვის ჩაბარება თუ ვერ მოხდება, ის საჯაროდ გამოცხადდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ GWP-დან აცნობეს, თუ დადგენილებების ადრესატისთვის ჩაბარება სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოხერხდა, დადგენილებები საჯაროდ განთავსდება კომპანიების ვებგვერდზე და სამართალდამრღვევისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება მისი საჯაროდ განთავსებიდან მე-3 დღეს.

„შეგახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე მიღებული დადგენილება მხარეს ფოსტის მეშვეობით ეგზავნება დადგენილების გამოტანიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. ინფორმაციის საჯაროდ განთავსებამდე ადრესატს დადგენილება ფოსტის მეშვეობით ორჯერ ეგზავნება.

დადგენილებების საჯაროდ განთავსებასთან დაკავშირებული ცვლილება ძალაში 2019 წლის 24 ოქტომბრიდან შევიდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს