„თიბისი ბანკი“ მომხმარებელს გადახდის თანამედროვე და კომფორტულ სისტემას სთავაზობს

"თიბისი ბანკი" მომხმარებელს გადახდის თანამედროვე და კომფორტულ სისტემას - სალარო ტერმინალს სთავაზობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სალარო ტერმინალი ინოვაციური პროდუქტია, რომელიც პოს ტერმინალის და სალარო აპარატის ფუნქციებს ერთ მოწყობილობაში აერთიანებს. სალარო აპარატი მნიშვნელოვნად დაზოგავს მომხმარებლის დროს და მისი გამოყენებით შესაძლებელი იქნება, როგორც გადახდა, ისე ქვითრის ბეჭდვა ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებისას.

„ტერმინალის გამოყენებით, მასზე ბრუნვის მიხედვით, კიდევ უფრო გამარტივდა ბიზნესესხით სარგებლობაც.

ბანკის ცნობით, სალარო ტერმინალის ინსტალაცია, საკურიერო და ტექნიკური მომსახურება, ასევე მისი გამოყენების შესახებ კონსულტაცია უფასოა.

სალარო ტერმინალის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია, როგორც ცხელ ხაზზე დარეკვით (2 272727), ისე "თიბისი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში სტუმრობით ან ვებ გვერდზე - https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/cash-terminal“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს