მოსამართლეობის კანდიდატი ალექსანდრე წულაძე - საბჭოს წევრების მიერ ერთმანეთის აზრების მეტ მიმღებლობას მივესალმებოდი

მე, როგორც იურისტს და მათ შორის მოქალაქეს, ყველაზე მეტად რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ მომწონს, ეს არის განსხვავებულ აზრთან დაკავშირებით მიდგომა, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ალექსანდრე წულაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის საბჭოს წევრების მიერ ერთმანეთის აზრების უფრო მეტ მიმღებლობას ისურვებდა.

ამით კანდიდატმა დეპუტატ ეკა ბესელიას შეკითხვას უპასუხა, რა არ მოსწონს მას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში და რას შეცვლიდა.

„მე, როგორც ადვოკატურის წარმომადგენელი ვიტყოდი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკის გამტარებელი ორგანო. ვისურვებდი, რომ საბჭო უფრო ეფექტური იყოს. გარდა ამისა, მე, როგორც იურისტს და მათ შორის მოქალაქეს, ყველაზე მეტად რაც არ მომწონს, ეს არის განსხვავებულ აზრთან დაკავშირებით მიდგომა. საბჭოში და ზოგადად ქვეყანაში პრობლემაა თითქოს ის, რომ ადამიანს განსხვავებული აზრი აქვს. მე საბჭოს წევრების მიერ ერთმანეთის აზრების უფრო რბილ და მეტ მიმღებლობას მივესალმებოდი,“ - განაცხადა კანდიდატმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპს, პეკინის საპასუხოდ გარდა იმისა, რომ ევროპას და უკრაინას დაეხმაროს, სხვა სვლა აღარც აქვს დარჩენილი
ანდრო გოცირიძე - ხელისუფლების დაკარგვის შიშით „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლური კურსი შეცვალა, ორიენტაცია დათმო, დემოკრატიას ძირი გამოუთხარა და რუსული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.09.2025
„თიბისიმ“ აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე“ სამი ჯილდო მოიპოვა
1200 ადამიანზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი წინანდალში - „სილქ როუდ ჯგუფი“ ახალ პროექტს აანონსებს
ბაზისბანკი სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია | კინოფესტივალს მესტია წელს მეხუთედ უმასპინძლებს
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიხსნა
Porsche-ს ქართველი ენთუზიასტებისთვის დახურული Nürburgring Nordschleife