„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, ახალგორის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვას კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, ახალგორის რაიონის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვას კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„6 ნოემბერს, ახალგორის საავადმყოფოში გარდაიცვალა ადგილობრივი, 49 წლის საქართველოს მოქალაქე ბ.კ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, აღნიშნული პირი, გულის არეში გაუსაძლისი ტკივილით ახალგორის საავადმყოფოში თავისი ფეხით მივიდა, თუმცა ამ გარემოების მიუხედავად გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზების დასადგენად ცხედარი ცხინვალში, ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაიყვანეს”, - აცხადებენ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში“.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ დე ფაქტო უწყებების დაწესებული შეზღუდვა, ადამიანებს ართმევს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე წვდომას.

„ვითარებას ამწვავებს ის გარემოება, რომ საქართველოს კონტროლს მიღმა დარჩენილ ტერიტორიებზე დაბალია სამედიცინო მომსახურების ხარისხი. რიგ შემთხვევებში ვერ ტარდება სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევები, გვიანდება პაციენტებისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, რაც, რიგ შემთხვევებში, შედეგად იწვევს ადამიანების გარდაცვალებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას არსებული მდგომარეობის მოსაგვარებლად, მათ შორის, შეიმუშავოს დამატებითი მექანიზმები, რომელიც ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვის დროს გათვლილი იქნება მოსახლეობისთვის შექმნილი ზიანის მინიმუმამდე შემცირებაზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს