დღეს სალომე ზურაბიშვილის ფონდის პრეზენტაცია გაიმართება

დღეს, 8 ნოემბერს, თანამედროვე ქართული ხელოვნების მუზეუმში სალომე ზურაბიშვილის ფონდის პრეზენტაცია გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სალომე ზურაბიშვილის ფონდიდან აცნობეს, ღონისძიება 17:00 საათზე გაიხსნება და მოწვეულ სტუმრებს საქართველოს პრეზიდენტი, ფონდის დამფუძნებელი, სალომე ზურაბიშვილი მისასალმებელი სიტყვით მიმართავს. პრეზენტაციას კერძო სექტორის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები დაესწრებიან.

„ფონდი ხელს შეუწყობს საქართველოში საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტას. ფონდის სტრატეგიული მიმართულებებია: ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის გაძლიერება, რეგიონული განვითარების ხელშეწყობა, საქართველოს კულტურის პოპულარიზაცია და გარემოსა და ბიომრავალფეროვნების დაცვა.

სალომე ზურაბიშვილის ფონდის პირველი პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის ინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობა, რაც საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

აღნიშნულ სტრატეგიულ მიმართულებებში ინსტიტუციების შესაძლებლობების განვითარების მიზნით, სალომე ზურაბიშვილის ფონდი იწყებს რესურსების მოზიდვას არსებული და პოტენციური პარტნიორების მხარდაჭერით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა