იურიდიულ კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გოჩა ჯეირანაშვილს მოუსმენენ

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გოჩა ჯეირანაშვილს მოუსმენენ.

მას სამოსამართელო სფეროში 10-წლიანი გამოცდილება აქვს. ამჟამად ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის უვადო მოსამართლეა (კანონით დადგენილ ასაკამდე) და ამ პოზიციას 2018 წლიდან იკავებს.

სამოსამართლეო საქმიანობა გოჩა ჯეირანაშვილმა 2009 წელს, წალკის რაიონულ სასამართლოში დაიწყო, ამავე წლიდან ის მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ახალციხის რაიონულ სასამართლოში.

2009-2018 წლებში იყო ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2012-2018 წლებში ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენა 12:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 23 სექტემბერს დაიწყო. კომიტეტზე უკვე მოუსმინეს 19 კანდიდატს. დღეისათვის გოჩა ჯეირანაშვილის მოსმენით კანდიდატთა მოსმენების პროცესი დასრულდება.

დღესვე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს, თუ როდის გაიმართება კომიტეტში კანდიდატების კენჭისყრა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ