ვარკეთილში, მე-9 სართულიდან გადავარდნილი 16 წლის ბიჭის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს

ვარკეთილში, მე-9 სართულიდან გადავარდნილი 16 წლის ბიჭის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით დაკავებული ორი არასრულწლოვნის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

გასულ სხდომაზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებებათა ნუსხა წარადგინა, რომელთა დასაშვებობასაც ითხოვდა. დაცვის მხარე მათი ნაწილის დაუშვებლად ცნობას ითხოვს.

ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატი დავით გირგვლიანი აცხადებს, რომ მტკიცებულებათა ნაწილი კანონის დარღვევით არის მოპოვებული. ადვოკატის თქმითვე, ტრაგედია ძარცვასთან კავშირში არ არის. გირგვლიანი ასევე აცხადებს, რომ შემთხვევიდან მალევე, პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვანი გოგონა მიიყვანეს. ადვოკატს აინტერესებს, თუ რატომ არ ჩანს აღნიშნული პირი საქმის მასალებში, ან საერთოდ დაკითხეს თუ არა ის.

ცნობისთვის, საქმეზე სულ 6 პირია დაკავებული. მათგან 2 არასრულწლოვანია, მათი საქმე დანარჩენი 4 პირის საქმისგან ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, ვარკეთილის მე-3 მასივში, 2003 წელს დაბადებულ გ.ყ.-ს მეგობრების თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დამამცირებელ გარემოებაში, ძალის გამოყენებით წაართვეს მობილური ტელეფონი. აღნიშნული ფაქტის შემდეგ არასრულწლოვანმა თავი მოიკლა. გამოძიება მიმდინარეობს ძარცვის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ასევე, თვითმკვლელობამდე მიყვანის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.

იხილეთ ვიდეო: ვარკეთილში, მე-9 სართულიდან გადავარდნილი 16 წლის ბიჭის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია