დიმიტრი ლორთქიფანიძე - ყველა პოლიციელთან მივიტანთ ტელეფონით ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" კადრებს და ვეტყვით, აი, რისი ჩვენება უნდათ ჩვენი შვილებისთვის

სათითაოდ ყველა პოლიციელთან მივიტანთ ტელეფონით ამ ფილმის კადრებს და ვეტყვით, აი, რისი ჩვენება უნდათ ჩვენი შვილებისთვის, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ისინი ყველა რესურსს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოთეატრებში არ გავიდეს. ლორთქიფანიძის განცხადებით, მათ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურასაც მიმართეს.

„გუშინ ჩვენ მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარ პროკურატურას ორი ძირითადი არგუმენტის მოშველიებით. დღეს დამატებითი დანართის სახით მტკიცებულებებს წარვუდგენთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შეიცავს პორნოგრაფიულ კონტენტებს, რაც ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არის გამომრიცხავი გარემოება ასეთი ფილმის კინოჩვენებაში და კინოგაქირავებაში ჩაშვებასთან დაკავშირებით. მეორე და არც თუ ნაკლები არგუმენტის მტკიცებულება გახლავთ ის, რომ ამ ფილმის გაშვების ორგანიზატორებს ეყოთ თავხედობა და ცენტრალურ აფიშებზე დაიტანეს ასაკობრივი ცენზის განმსაზღვრელი გრიფი ლათინური ასობგერა - R, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ფილმზე დასწრების უფლება აქვთ როგორც მცირეწლოვნებს, ისე არასრულწლოვნებს როგორც მშობლის ან მოზრდილი ადამიანის თანდასწრებით, რაც პორნოგრაფიული კონტენტის არსებობის შემთხვევაში ვერ იცავს მოზარდებს მავნე ზეგავლენისგან“, - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

ყოფილი დეპუტატის თქმით, მათი ერთადერათი მოთხოვნაა, გადაიდოს ფილმის პრემიერა იქამდე, სანამ სპეციალისტები არ იტყვიან, რომ ეს ზეგავლენას და ფსიქოლოგიურ ზეწოლას არ მოახდენს მაყურებელსა და ახალგაზრდებზე.

„დღეს ათაიათასობით ბავშვი ცეკვაზე დადის. როგორ უნდა გააგრძელოს მათი რაინდული ხორუმი, როცა ისინი ამ ფილმს უყურებენ“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" საპრემიერო ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს გაიმართება.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს