ლევან გოგიჩაიშვილი - გვყავს უბინძურესი მოსამართლეები და დაწყევლილი იუსტიციის საბჭო - დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა წარმოუდგენელია

წარმოუდგენელია ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა, სადაც არის უბინძურესი მოსამართლეები და დაწყევლილი იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ ადეიშვილს, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, თუ ახლანდელი პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარმოდგენილ კანდიდატებს მხარს დაუჭერს, 2020 წელს ახალმა პარლამენტმა მათი იმპიჩმენტის საკითხი უნდა დაიწყოს.

"პროცესი, რომელიც წარიმართა საქართველოს პარლამენტში, არის იმ ბრძოლის მონაპოვარი, რომელსაც შარშან 10-კაციანი სიის ჩაგდებით მივაღწიეთ. იცით, რომ "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობას უნდოდა ჩინჩალაძე ქურდულად გაეხადა უზენაესი სასამართლოს წევრი. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ინტერესში. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ პროცესის მთავარი ორგანიზატორია ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ადეიშვილის და სააკაშვილის მემკვიდრეობა გადმოიფორმა სასამართლოსა და პროკურატურაში ამ ძალიან ბინძური მოსამართლეების სახით. ამ ბინძურ მოსამართლეებს აქვთ საკუთარი სახელები და გვარები - ჩინჩალაძე, მურუსიძე, ალანია, ჯეირანაშვილი და ა.შ. რომლებიც წლების განმავლობაში სააკაშვილს უქმნიდნენ სისხლიან რეჟიმს, სადაც ადამიანები წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყვნენ, ასევე ქონების ჩამორთმევის და ძალიან ცუდი დამოკიდებულების სახელმწიფოს მხრიდან. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილმა ეს სისტემა გადმოიბარა და ამის გასაღება უნდა, როგორც თანამედროვე, დამოუკიდებელი სასამართლოსი. წარმოუდგენელია ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა, სადაც ჩემი აზრით, არის უბინძურესი მოსამართლეები და დაწყევლილი იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ ადეიშვილს", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ის მოსამართლეების კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს.

"მოვუწოდებ საზოგადოებას, სერიოზული მობილიზაცია გავაკეთოთ იმისათვის, რომ ძალიან სერიოზული ფასი გადაიხადოს "ქართულმა ოცნებამ", თუ ის აპირებს ამ ადამიანების უზენაესი სასამართლოს წევრებად გაყვანას. უნდა დავიწყოთ პროცესი და ადამიანებს შევეკითხოთ, რამდენად ემხრობიან ისინი უვადოდ მოსამართლეების არჩევის ინსტიტუტს. ასევე მოსამართლეებმა უნდა იცოდნენ, რომ მთავარი საარჩევნო ხაზი გაივლის მათ წინააღმდეგ და მომავალი პარლამენტის ამოცანა უნდა იყოს, რომ თუ ეს მოსამართლები აღმოჩნდებიან უზენაეს სასამართლოში, პარლამენტმა უნდა დაიწყოს მათ წინააღმდეგ იმპიჩმენტი 2020 წელს, თუ დღეს არ გვეყოფა ძალა. ასევე, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ეს სია ჩავარდეს, რადგან ეს არის ბოროტების სია, რეჟიმის სია და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული სია, ეს არის მცდელობა, რომ ამ ქვეყანაში ისევე დამკვიდრდეს ერთმმართველობა, როგორიც სააკაშვილს ჰქონდა იმ 9 წლის განმავლობაში. დღეს ჩვენი დემოკრატია გადის ამ სიაზე",- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა