ბადრი ჯაფარიძე - საქმე გვაქვს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებასთან, რომელიც ინიცირებულია ივანიშვილის და მისი ოროსანი გენერალური პროკურორის მიერ

საქმე გვაქვს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებასთან, რომელიც ინიცირებულია ბიძინა ივანიშვილის და მისი ოროსანი გენერალური პროკურორის მიერ, - ამის შესახებ სასამართლო სხდომის დაწყებამდე „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქმის პროკურორებს ივანიშვილი საზარბაზნე ხორცად იყენებს.

„ეს საქციელი ქვეყანას აზიანებს არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ ინსტიტუტებს ანგრევს. ჩვენ ვხედავთ რა მდგომარეობაშია ქვეყანა. სამწუხაროდ, ამ ადამიანებს, გარდა პირადი შურისძიებისა, არაფერი ამოძრავებთ.

ჩვენ ვართ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ჩვენ უნდა შევეცადოთ გადავარჩინოთ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ეს არის ქვეყნის მიმართ ნდობა და ეს ყველამ ერთობლივად უნდა მოვახერხოთ. ამისთვის საჭიროა ვამხილოთ მაქსიმალურად ამ აბსურდული პროცესის ინიციატორები, ივანიშვილი და მისი გენერალური პროკურორი, პირადი ადვოკატი“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა