ელენე ხოშტარია - ვინც ფილმის ჩვენების ჩაშლაზე მუქარას გამოთქვამდა, ნაცვლად იმისა, რომ პოლიციაში დაკითხვაზე იყოს, მოგონილ ცენზურაზე საუბრობს

ვინც მუქარას გამოთქვამდა ფილმის ჩვენების ჩაშლაზე, ნაცვლად იმისა, რომ პოლიციაში დაკითხვაზე იყოს, საუბრობს მოგონილ ცენზურაზე, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვებთ" გარშემო მიმდინარე მოვლენებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო არის არაადეკვატური, როცა აქცენტს აკეთება არა იმაზე, რომ გააჩერებს მოძალადეებს და არ დაუშვებს ძალადობას, არამედ საუბრობს ცენზურაზე.

„ჩვენი კონსტიტუციითა და კანონით ძალადობის უფლება არავის არ აქვს. შეიძლება რაღაც ჯგუფებს არ მოსწონდეთ რაღაც ფილმი, წიგნი ან ქმედება, ამისთვის მათ აქვთ გარანტირებული მშვიდობიანი აზრის გამოხატვა. მაგრამ ეს რაც ჩვენ მოვისმინეთ უკვე კანონდარღვევაა, იმიტომ რომ აქ იყო პირდაპირ მუქარა ძალადობაზე, მათ შორის პოლიციის მიმართ ძალადობაზე, იმიტომ რომ საუბარი იყო კორდონის გარღვევაზე, ფილმის ჩვენების ჩაშლაზე, რაც ხელისუფლებამ შეაფასა როგორც უფლება. კერძოდ, თალაკვაძემ თქვა, რომ ეს არის ორი უფლების დაახლოებაო. კინოში წასვლა და ამის დარბევა არ არის თანაბარი უფლება. კინოში წასვლა არის უფლება და დარბევა არის ძალადობა. ხელისუფლებამ გარდა იმისა, რომ ეს უნდა აღკვეთოს დღეს და ყოველჯერზე, მსგავსი განცხადებები არ უნდა გააკეთოს, რადგან ეს ახალისებს ძალადობას", -განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისივე თქმით, ეს ჯგუფები დაკავშირებული არიან რუსეთთან.

„ისინი საუბრობენ რუსეთის პროპაგანდის ენით, რომელიც ანგრევს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. დიმიტრი ლორთქიფანიძე ვინც პორნოგრაფიაზე მიმართა, ეს არის ჯგუფი, რომელიც პრიმაკოვის ფონდიდან, პრაქტიკულად, კრემლიდან იღებს ფულს და მის ინტერესშია მსგავსი ძალადობა და ესკალაცია შემოიტანოს ქვეყანაში. არანაირი ცენზურა არ არის საჭირო, ამას არ შევეგუებით, ეს არის კამპანია, თავდასხმა ფილმზე, რომელიც არ მოსწონს საზოგადოების რაღაც ნაწილს“, -განაცხადა ხოშტარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო