დეკანოზი დავით ლასურაშვილი - დღესაც, ხვალაც და ზეგაც ვაპირებთ ლოცვით და მშვიდობიანი დგომით პროტესტის გამოხატვას იმის საწინააღმდეგოდ, რაც დღეს ხდება

დღესაც, ხვალაც და ზეგაც ვაპირებთ ლოცვით და მშვიდობიანი დგომით პროტესტის გამოხატვას იმის საწინააღმდეგოდ, რაც დღეს ხდება, - ამის შესახებ სოფელ დიღმის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარმა დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა „კავეა სითი მოლის“ წინ გამართულ აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებას აპროტესტებენ.

როგორც დეკანოზმა აღნიშნა, მათი პროტესტი " მამათმავლობის წინააღმდეგაა მიმართული“. მისივე თქმით, სითი მოლის წინ შეკრებილ აქტივისტებს არც "ქართულ მარშთან" და არც ლევან ვასაძესთან კავშირი არ აქვთ და მათი თანამოაზრეები არ არიან.

"არ გამოგივათ ეკლესიის ჩაწიხვლა. პეტრე ცაავას იპოვით ამისათვის, თუ სხვა ვინმეს, კატეგორიულად გეუბნებით, არ გამოგივათ! ეკლესია არასდროს იქნება დაცემული. დღესაც, ხვალაც და ზეგაც ვაპირებთ მშვიდობიანად ლოცვით და ჩვენი მშვიდობიანი დგომით პროტესტის გამოხატვას იმ ფაქტის საწინააღმდეგოდ, რაც ხდება დღეს, იმის, რომ ასეთი ბილწი ფილმის ჩვენება ხდება ფართო საზოგადოებისათვის. ჩვენი პროტესტი არის მამათმავლობის წინააღმდეგ", - აღნიშნა დეკანოზმა.

მისივე თქმით, საქართველოში მოღვაწე "უდიდესი უმრავლესობა არასამთავრობო ორგანიზაციებისა, სულის ჩამდგმელია იმ ქმედებების, რომლის წინააღმდეგაც დღეს იბრძვიან მშვიდობიანი პროტესტით".

"დღეს ჩვენს ქვეყანაში რაც ხდება, არის აშკარა ფაქტი იმისა, რომ ამ ქვეყანაში უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები მოღვაწეობენ, სწორედ მათი პატრონაჟით ხორციელდება ეს ქმედებები, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინებას და ზოგადად, სოდომის ცოდვას ქადაგებენ და ამ ყველაფრის ტირაჟირებაზე არიან მორგებულნი", - განაცხადა დეკანოზმა.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება