ბიძინა ივანიშვილი - ქუთაისს და საუნივერსიტეტო ქალაქს ექნება თავისი სამეცნიერო ცენტრი, რომლიც დაფინანსებას მე პირადად და „ქართუ“ ფონდი გააგრძელებს

„ქუთაისს და საუნივერსიტეტო ქალაქს ექნება თავისი სამეცნიერო ცენტრი, რომლის დაფინანსებას პირადად მე და „ქართუ“ ფონდი გააგრძელებს, -ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობას ეხება.

მისი თქმით, თბილისისთვის სამეცნიერო ცენტრი დიღომში შენდება.

„ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს დამატებითი ხიბლი ექნება ის, რომ იქვე სამეცნიერო ცენტრსაც გავაკეთებთ. ადრონული თერაპია, ამაჩქარებელი, რომელიც მეგაპროექტად ითვლება, გარდა მკურნალობისა, მასზე შეიძლება გაიზარდონ სხვადასხვა დარგის მეცნიერები - მათემატიკოსები, ფიზიკოსები, ბიოლოგები და ა.შ. ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისთვის ყველაზე ნაკლებად დამაზიანებელია პაციენტისთვის ამით დასხივებაა. უფრო ეფექტურად ხდება დაზიანებული ადგილის მკურნალობა, სადაც ონკოუჯრედები მრავლდება და ნაკლებად აზიანებს მთელ ორგანიზმს. ამ ფონზე ადრონული თერაპია იქნება ძალიან დიდი შეღავათი პაციენტებისთვის. მე პირადად და „ქართუ“ ფონდი გააგრძელებს ამის დაფინანსებას და დიღომშიც იქნება სამეცნიერო ცენტრი თბილისისთვის, მაგრამ ქუთაისს და საუნივერსიტეტო ქალაქს ექნება თავისი სამეცნიერო ცენტრი, სადაც მეცნიერები შეძლებენ დისერტაციების დაცვას“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა