გიგი უგულავა ლევან ვასაძის განცხადებაზე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის თაობაზე  - ივანიშვილს სჭირდება ასეთი არაპოპულარული მოლაპარაკებები, რათა ქართულ პოლიტიკაში რუსული ნარატივი ნელ-ნელა დამკვიდრდეს

ივანიშვილს სჭირდება ასეთი არაპოპულარული მოლაპარაკებები, რათა ქართულ პოლიტიკაში რუსული ნარატივი ნელ-ნელა დამკვიდრდეს,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რითაც ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის თაობაზე.

უგულავას შეფასებით, ბიძინა ივანიშვილისთვის ლევან ვასაძის მსოფლმხედველობა უცხო არ არის და ვასაძე ყოველთვის ივანიშვილის პატრნიორი იყო.

„ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან, ვასაძე ყოველთვის მისი პარტნიორი იყო. ივანიშვილმა ვასაძის მსოფლმხედველობა ყოველთვის იცოდა და არასდროს არ იყო მისთვის ეს უცხო. მეტიც, ვასაძეს, ვასაძის კომპანიებს სხვადასხვა დროს 600 ათასამდე სახელმწიფო დახმარება აქვს მიღებული. ბიძინა ივანიშვილმა ვასაძე დემოგრაფიული განვითარების საზოგადოების თავმჯდომარედაც დანიშნა თავის დროზე. იმას, რასაც ვასაძე აკეთებს, პირდაპირ პუტინისტური რუსეთის დავალებაა. ივანიშვილს სჭირდება ასეთი არაპოპულარული მოლაპარაკებები, რათა ქართულ პოლიტიკაში რუსული ნარატივი ნელ-ნელა დამკვიდრდეს“,-განაცხადა გიგი უგულავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა