ნათია თურნავა - ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ინიციატივამ ყინულმჭრელის როლი ითამაშა წყალტუბოს განვითარების პროცესში

გვსურს თითოეული ნაბიჯი იყოს ყველასთვის ცნობილი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს წყალტუბოს აღორძინების პროექტის განხილვის დაწყებამდე განუცხადა.

მინისტრის თქმით, პროექტთან დაკავშირებული პროცესი იქნება საჯარო. როგორც თურნავამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ინიციატივამ ყინულმჭრელის როლი ითამაშა წყალტუბოს განვითარების პროცესში.

"დღეს ვიწყებთ წყალტუბოს აღორძინების პროექტის განხორციელების გეგმის განხილვას. გვინდა, რომ ეს პროცესი იყოს ძალიან საჯარო, ვინაიდან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია და თვითონ პროექტიც იმდენად ისტორიული და მასშტაბურია, რომ გვსურს თითოეული ნაბიჯი იყოს ყველასთვის ცნობილი. სწორედ ამიტომ მოგიწვიეთ. გეგმის ფარგლებში დეტალურად გაგაცნობთ ინფორმაციას, თუ ვინ რას გააკეთებს, მათ შორის სახელმწიფო რა ფუნქციებს შეასრულებს. კერძო ბიზნესს რა ფუნქციის შესრულებას ვთავაზობთ და რასაკვირველია, ერთ-ერთი მთავარი ძალა და ვინც ახალი იმპულსი შესძინა ამ პროცესს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი საქველმოქმედო ინიციატივა, ვინც რეალურად ყინულმჭრელის როლს ასრულებს ამ პროცესში. ვინაიდან პროექტი თავისი მასშტაბით ისეთი ბუნებისაა, რომ სცდება ერთი მუნიციპალიტეტის მასშტაბს და სახალხო პროექტია, გვინდა რომ დეტალურად გაიწეროს გეგმა სხვადასხვა მონაწილეს შორის," - განუცხადა მინისტრმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, ამ წუთებში სასტუმრო „რედისონში“, წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც მინისტრები - ნათია თურნავა, მაია ცქიტიშვილი და ლევან დავითაშვილი ესწრებიან. ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან არქიტექტორები, ურბანისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები, ასევე ბიზნესის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა