ოკუპირებულ აფხაზეთში ტყის ძლიერ ხანძარს ებრძვიან

ოკუპირებულ აფხაზეთში ტყის ძლიერ ხანძარს ებრძვიან. წუხელ, ოკუპირებულ აფხაზეთში ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომელმაც სოფელ ფსხუს მიმდებარედ 10 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით, რუსული მედია ავრცელებს.

„ხანძარი ვრცელდება მაღალმთიან, ტექნიკისთვის მიუწვდომელ ადგილებში. მისი ჩაქრობა მხოლოდ სპეციალური ავიაციის საშუალებითაა შესაძლებელია“,- ნათქვამია ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრის, ლევ კვიცინიას თქმით, შესაძლოა, მათ დახმარებისთვის რუსეთს მიმართონ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო