გიორგი მშვენიერაძე  მოსამართლეობის კანდიდატებზე - იმედი გვაქვს, რომ დეპუტატებისთვის მთავარი მდგენელი გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ იქნება მათი პოლიტიკური სიმპათია/ანტიპათია

იმედი გვაქვს, რომ დეპუტატებისთვის მთავარი მდგენელი გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ იქნება მათი პოლიტიკური სიმპათია/ანტიპათია,- ამის შესახებ კოალიციის "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" წარმომადგენელმა გიორგი მშვენიერაძემ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. ამით მშვენიერაძე გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრას შეეხებოდა.

"ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ პარლამენტმა ისეთივე დამოკიდებულება გამოიჩინოს კენჭისყრის დროს, როგორი დამოკიდებულებაც ჰქონდა საკომიტეტო მოსმენასთან დაკავშირებით. ვთვლით, რომ პროცესი წარიმართა ნამდვილად იმ სტანდარტების დაცვით, რომლის მოლოდინიც კანონის მიხედვით, თითოეულ ჩვენგანს უნდა ჰქონოდა და ეს მისასალმებელია. იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი საკითხს დააყენებს კენჭისყრაზე და გადაწყვეტილებას მიიღებს სწორედ საკომიტეტო მოსმენებზე კანდიდატების მიერ გამოვლენილი ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. ასევე, იმედი გვაქვს, რომ დეპუტატებისთვის მთავარი მდგენელი გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ იქნება მათი პოლიტიკური სიმპათია/ანტიპათია. ამიტომ უახლოეს პერიოდში ჩვენს ძალისხმევას მივმართავთ იქითკენ, რომ პარლამენტმა სწორედ ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს", - განაცხადა მშვენიერაძემ.

ამასთან, ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა კომიტეტის სხდომაზე ამ კვირაში არ გაიმართება.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს