საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კოდისწყაროსთან დაკავებული ორი მამაკაცი ცხინვალის მილიციაში გადაიყვანეს

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კოდისწყაროს განაპირას დაკავებული ორი მამაკაცი ცხინვალის მილიციაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ერთ-ერთმა მათგანმა ტელეფონით ახლობლებს აცნობა. დაკავებულები მწყემსები არიან.

კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, გია გოჭოშვილის ინფორმაციით, 63 წლის ზურაბ ტუხიაშვილი და 59 წლის რამაზ ზადიშვილი სოფელ კოდისწყაროს განაპირას, გამყოფი ხაზის სიახლოვეს მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს მწყემსავდნენ, რა დროსაც მათი დაკავება მოხდა.

,,ორი ადამიანია დაკავებული, ორივე მათგანი კოდისწყაროს მაცხოვრებელია. ტუხიაშვილი და ზადიშვილი სოფლის პირუტყვს მწყემსავდნენ, ამ ადგილის სიახლოვეს ძველი რუსული ბაზის შენობის ნაწილია შემორჩენილი, სავარაუდოდ, სწორედ ამ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ე.წ. მესაზღვრეები. რაც შეეხება ადგილს, სადაც დაკავება მოხდა და დეტალებს, თვითმხილველი არავინაა და შესაბამისად, დეტალებზე ვერაფერს გეტყვით. ზურაბ ტუხიაშვილმა მოასწრო ტელეფონით დარეკვა და თანასოფლელს აცნობა, რომ დააკავეს და პირუტყვისთვის მიეხედათ“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა