საოკუპაციო ხაზთან ორი მამაკაცის დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

საოკუპაციო ხაზთან ორი მამაკაცის დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია  ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ კოდისწყაროს განაპირას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ ორი მამაკაცის დაკავების ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხეობის სამსახური ადასტურებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, ორი პირი ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებითაა დაკავებული. მათივე ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.